1. პროექტის სახელწოდება „დედა-შვილობამ , ბევრს არ გთხოვ...“
2. პროექტის მთავარი იდეა: გააცნოს მოსწავლეებს აკაკი წერეთლის ეპოქა,პოეტის ლირიკული, პროზაული,პუბლიცისტური თუ საზოგადოებრივი
მოღვაწეობის ასპექტები.
3. პროექტის აქტუალობა:
21-ე საუკუნე
ღირებულებათა მძლავრი გადაფასებით გამოირჩევა. ახალგაზრდებში შეიმჩნევა ინტერესის ნაკლებობა სულიერი ფასეულობებისადმი. 2015 წელს ცნობილი
ქართველი პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა; UNESKO-ს გენერალური კონფერენციის 37-ე სესიის ფარგლებში დამტკიცდა ღირსშესანიშნავი თარიღების სია, რომლის მიხედვით 2015 წელი საქართველოში აკაკის წლად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ,ჩვენს ქვეყანაში არაერთი საიუბილეო ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვხმაურებოდით ამ
საიუბილეო თარიღს.
4. პროექტის მიზნები:
- პროექტის მიზანია, მოსწავლეებს გაუღვივოს ინტერესი აკაკი წერეთლის პიროვნებისა და ზოგადად, ქართველ კლასიკოსთა შემოქმედებისადმი.
- აუმაღლოს ეროვნული და მოქალაქეობრივი ცნობიერება
- გამოუმუშაოს დამატებითი ლიტერატურის დამოუკიდებლად მოძიების,დამუშავებისა და ორგანიზების უნარი, რათა მოსწავლეები არ
მიეჯაჭვონ
მხოლოდ
საპროგრამო
მასალას
და
განუვითარდეთ
ანალიზის,
ფაქტების
შეკავშირებისა
და
განზოგადოების,
შეფასების უნარი
- შესძინოს ბიბლიოთეკებთან და მუზეუმებთან თანამშრომლობის ჩვევა.
- გაუუმჯობესოს ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
5.მონაწილეთა ასაკი:71-ე
საჯარო
სკოლის
11 კლასის მოსწავლეები
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები დაწერენ
ესეებს,შექმნიან კედლის გაზეთს, ბუკლეტებს,მოაწყობენ გამოფენას,პრეზენტაციას.
8. პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები,აკაკი წერეთლის
თხზულებანი, ციფრული ტექნოლოგიები,სამგზავრო მიკროავტობუსი.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1) პროექტის თემის
წარდგენა, შერჩევა.
2) გ.ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმის ეგიდით გამართული აკაკი წერეთლის საიუბილეო გამოფენის მოძრავი ნაწილის დათვალიერება
3) დიაგნოსტიკური გამოკითხვა 71-ე საჯარო სკოლაში, მეზობელ სკოლებსა და საზოგადოებრივ სივრცეში
4) 1912 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ ჩვენება
(რეჟისორი ვასილ
ამაშუკელი)
5) დისკუსია ფილმის
გარშემო
6)ქართული მხატვრული ფილმის „აკაკის აკვანი“ ჩვენება/განხილვა/დისკუსია
7) ექსკურსია აკაკის
მშობლიურ მხარეში
სხვიტორისა და სავანის სახლმუზეუმებში და
ინფორმაციის მოგროვება
8) გაცნობა წიგნისა
„აკაკის იუბილე“
(გურამ
შარაძის
ბიოგრაფიული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიკის პირველი სერიიდან: ქართული ლიტერატურის ისტორია)
9) გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის
მუზეუმის აკაკის საიუბილეო გამოფენის მოძრავი
ნაწილის
სკოლაში წარმოდგენა და მუზეუმის თანამ-
შრომლის მოწვევა.
შრომლის მოწვევა.
10) საპრეზენტაციო თემების
შერჩევა;
ჯგუფებში
განაწილება.
11)აკაკის კვირეული სკოლაში:
ა) ესეების
კონკურსი.
შერჩევა
და
წარმატებული მოსწავლეების
გამოვლენა. (შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით)
გამოვლენა. (შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით)
ბ)
აკაკის
ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების კონკურსი ;
შერჩევა
და
გამარჯვებულების გამოვლენა. (შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით)
გ)მხატვრული კითხვის კონკურსი;
შერჩევა
და
გამარჯვებულის გამოვლენა.(შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით)
12) ლექცია თემაზე:
აკაკი
წერეთლის ცხოვრება და შემოქმედების მატიანე
13) პროექტის პრეზენტაცია
10. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.
XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა)
კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით
.ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ.
XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
ქართ.
XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XI. 10. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა სახის ესეის დაწერა.
ქართ.
XI. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნატო სიჭინავა
12. ხელმძღვანელის ელ..ფოსტა: nataliasichinava@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი.ბლოგი: http://nataliasichinava.blogspot.com/